ნამდვილი აქცია იყო გუშინ, ქართული ეროვნული მუხტის ზეიმი, დღევანდელი აქცია არის იძულებით მოყვანილი ადამიანების აქცია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ეს არის კონტრაქცია და აბსოლუტური სისულელე. იცოდეთ, რომ ხალხის წინააღმდეგ მოქმედ ხელისუფლებას განაჩენს ხალხივე გამოუტანს. ნამდვილი აქცია იყო გუშინ, ქართული ეროვნული მუხტის ზეიმი. მადლობა ყველას, ვინც გუშინ აქციაზე მოვიდა.
დღევანდელი აქცია არის იძულებით მოყვანილი ადამიანების აქცია. თქვენ თავადაც კარგად იცით და ყველამ კარგად იცის, რომ ამ ადამიანების 70-80% ამ ქოცხროვას ხმას არ მისცემს. არასდროს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საბოტაჟს ქართველი ერი ამ ქვეყანაში არ დაუშვებს“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.