“ყველა ის პირი უნდა დაიკითხოს, ვისაც რაიმე შეხება ამ ინციდენტთან ქონდა“ – ომბუდსმენი მერაბიშვილის საქმეზე

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტზე მთავარ პროკურატურაში საქმის ძიების დაწყებაზე განმარტება ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველმა. უჩა ნანუაშვილი საქმეში მონაწილე ყველა პირის დაკითხვის აუცილებლობაზე საუბრობს.

“ჩვენ პირველივე დღიდანვე ვაცხადებდით, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაწყებულიყო. ამაზე არა ერთი განცხადება გავაკეთეთ, სახალხო დამცველის ანგარიშებში იყო შესული ეს საკითხი და მეორდებოდა, თითქმის ორი წლის განმავლობაში. მისასალმებელია, თუ როგორც იქნა, საბოლოო ჯამში ევრო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ეს პროცესი დაიწყო. ყველა ის პირი უნდა დაიკითხოს, ვისაც რაიმე შეხება ამ ინციდენტთან ქონდა,“ – განმარტა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატები” განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიატრამპის მიტინგზე დაკავებულ უცხოელს მისი მოკვლა სურდა