ვაპირებ, ფიზიკურ ძალადობაზე შევიტანო სარჩელი როგორც პაპუაშვილის, ისე ოხანაშვილისა და მანდატურების წინააღმდეგ, ვინც ძალადობს ჩვენზე – სამადაშვილი

ვაპირებ, ფიზიკურ ძალადობაზე შევიტანო სარჩელი როგორც პაპუაშვილის, ისე ოხანაშვილისა და მანდატურების წინააღმდეგ, ვინც ძალადობს ჩვენზე – ამ განცხადებას “ლელოს” დეპუტატი სალომე სამადაშვილი აკეთებს, რომელსაც დარბაზი მანდატურებმა ძალის გამოყენებით დაატყოვებინეს.

მას შემდეგ, რაც სალომე სამადაშვილი ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან გააძევა, მანდატურებმა მას, დეპუტატის თქმით, ძალის გამოყენებით დაატოვებინეს ოთახი.

“რაც შეეხება ფიზიკურ დაპირისპირებას, ეს ფიზიკური ძალადობაა, ვაპირებ, რომ ფიზიკურ ძალადობაზე შევიტანო სარჩელი როგორც პაპუაშვილის წინააღმდეგ, ასევე კომიტეტის თავმჯდომარის და სამწუხაროდ, იმ მანდატურების წინააღმდეგ, რომლებიც ძალადობენ ჩვენზე. ძალის გამოყენების უფლება არ აქვთ მანდატურებს,“ – ამბობს სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშიამოვიღოთ ეს მუხლი და დავტოვოთ მხოლოდ გამჭვირვალეობა – კირკიტაძე
შემდეგი სტატიანამდვილი აქცია იყო გუშინ, ქართული ეროვნული მუხტის ზეიმი – ვაშაძე