თურქეთმა სირიაში კიდევ 5 ჯარისკაცი დაკარგა

თურქეთის მიერ, მიმდინარე წლის 20 იანვარს სირიის აფრინის რეგიონში დაწყებული ,,ზეთისხილის რტოს,, ოპერაციის შედეგად, ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების დანაკარგები, ოფიციალური მონაცემებით სამნიშნა ციფრს უახლოვდება.

ბოლო საათებში თურქეთიდან მიღებული ინფორმაციით, აფრინის რეგიონში მიმდინარე ოპერაციის შედეგად, ქურთ მეომრებთან შეტაკების შედეგად, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ 5 მებრძოლი დაკარგეს და 7 მძიმედ დაეჭრათ. მოწინააღმდეგეს მხარემ კი – 23 მებრძოლი დაკარგა.

როგორც თურქული მედია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, მთელი ოპერაციის მსვლელობის მანძილზე,  თურქეთის მიერ ტერორისტებად მიჩნეული, სირიის დემოკრატიული ძალების YPG (SDF) 2500-მდე ქურთი მებრძოლი გაანადგურეს. სხვა მონაცემებს ავრცელებს თავად ქურთების მედია, რომელიც აცხადებს, რომ თურქეთის არმიის მიერ დახოცილთა უმეტესობა, აფრინის რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობაა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას აფხაზური პასპორტით მსოფლიოში თავისუფალი გადაადგილება სურს
შემდეგი სტატიააშშ-ს პასუხი პუტინის ახალი რუსული შეიარაღების პრეზენტაციაზე