აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას აფხაზური პასპორტით მსოფლიოში თავისუფალი გადაადგილება სურს

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვესა და ჟენევის მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილის ალექს დვინიანიმის შეხვედრაზე, რომელიც 1 მარტს გაიმართა, საუბარი იყო დე-ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის მსოფლიოში თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფაზე.


“რუსეთი მხარს უჭერს აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების სწრაფვას ეროვნული დოკუმენტით მსოფლიოში თავისუფალ გადაადგილებას და მათთვის საერთაშორისო ორგანიზაციებში შესაბამისი ტრიბუნის მიცემას, ნორმებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით” – ნათქვამია დე-ფაქტო საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ტექსტში, საიდანაც, ასევე ირკვევა, რომ აფხაზეთის “მთავარი დამბლოკავი ძალა თბილისის დესტრუქციული ხაზია, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ ოფიციალური საქართველო ხელს არ აწერს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებას”, ასევე, დე-ფაქტო მთავრობის აზრით, “სიტუაციას ამძაფრებს საქართველოს მისწრაფება ნებისმიერი ძალით შევიდეს ნატოში, რაც რეგიონში ახალ დაძაბულობას იწვევს. ამასთან დაკავშირებით იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები გააცნობიერებენ მსგავსი კურსის გაუმართლებლობას და ხელს არ შეუწყობენ საქართველოს ხელისუფლების რევანშისტულ მისწრაფებებს” – აფხაზეთის დე-ფაქტო რესპპუბლიკის საგარაო უწყების პრესცენტრმა გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშირუსეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი ვლადიმერ პუტინს მიმართავს
შემდეგი სტატია თურქეთმა სირიაში კიდევ 5 ჯარისკაცი დაკარგა