აშშ-ს პასუხი პუტინის ახალი რუსული შეიარაღების პრეზენტაციაზე

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა “უპასუხისმგებლო საქციელი” უწოდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ დღეს გამოსვლისას ანიმაციური ვიდეო-რგოლის ჩვენებას, სადაც მან რუსეთის ახალი შეიარაღებები წარმოადგინა. ასევე, პრეზენტაციას ვაშინგტონმა “აშშ-ზე მოდელირებული თავდასხმა” უწოდა – ამის შესახებ რუსული “ინტერფაქსი” ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხიზერ ნოიერტმა თქვა, რომ ყურადღებით უსმენდა ვლადიმირ პუტინის გამოსვლას. “მინდა ვთქვა, და ჩვენ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ, რომ არ ვაპირებთ ყველა სიტყვასა და იდეაზე რეაგირებას, რომელსაც მსოფლიო ლიდერები გამოთქვამენ, თუმცა, არასასიამოვნო იყო აშშ-ზე ანიმაციური შეტევის ყურება, ეს ის არის, რაც ჩვენ არ მოგვეწონა და არ ვთვლით, რომ ეს მსოფლიო მოთამაშის პასუხიმგებლური საქციელია” – თქვა ნოიერტმა.
ვლადიმერ პუტინმა დღევანდელი გამოსვლა, სადაც მან სხვადასხვა ტიპის რუსული შეიარაღება და მათ შორის, ახალი ატომური იარაღი წარმოადგინა, დაასრულა სიტყვებით – “ჩვენ არავინ გვისმენდა. ახლა მოგვისმინეთ”.

banner
წინა სტატიაში თურქეთმა სირიაში კიდევ 5 ჯარისკაცი დაკარგა
შემდეგი სტატიასამძიმარი ვუთხარი ოჯახს, ჩამოვედი და მივაწოდე ინფორმაცია, რა ნაბიჯებს ვდგამთ