თენგიზ ცერცვაძე : არ ვფიქრობს, რომ პიკს უკვე მივაღწიეთ და ხვალიდან შეიძლება ინფიცირებულთა რაოდენობის კლება წავიდეს

ჩვენ მოვახერხეთ მთავარი, არ დავუშვით ეპიდემიის დრამატული სწრაფი ზრდა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

თუმცა, როგორც ცერცვაძე აცხადებს, ის არ ფიქრობს, რომ პიკს უკვე მივაღწიეთ და ხვალიდან შეიძლება ინფიცირებულთა რაოდენობის კლება წავიდეს.

„ჩვენ მოვახერხეთ მთავარი, რომ არ დავუშვით ეპიდემიის დრამატული სწრაფი ზრდა, რომ გვქონოდა არა რამდენიმე ათეული შემთხვევა, არამედ რამოდენიმე ასეული. მაგრამ ის რომ პიკს უკვე მივაღწიეთ და ხვალიდან შეიძლება კლება წავიდეს, პირადად მე ასე არ ვფიქრობ. თუმცა ვიცი, რომ ზოგიერთი ჩემი კოლეგა განსხვავებული აზრის არის.

მიმაჩნია, რომ უახლოესი ერთი კვირის მანძილზე იქნება კიდევ ზრდა, მაგრამ ეს იქნება რამდენიმე ათეული დღეში და არა რამდენიმე ასეული. შემდეგ მივაღწევთ პიკს და ეს პიკი მინდა, რომ იყოს პლატო და არა ციცაბო. შემდეგ ეს პლატო გაგრძელება, სავარაუდოდ, ერთი, ორი, სამი კვირა და მერე უნდა წავიდეს დაღმავალი გზით ეპიდემია. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, რომელიც შესაძლოა, განპირობებულია სურვილით, რომ მინდა ასე იყოს“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ცხელების ცენტრში 20 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი : საქართველო არის თვალსაჩინო მაგალითი, კოვიდ-19-ის გავრცელების შენელებისა და ანტიკრიზისული გეგმის : სოციალური და ეკონომიკური პაკეტის თვალსაზრისითაც