ირაკლი ჩიქოვანი : საქართველო არის თვალსაჩინო მაგალითი, კოვიდ-19-ის გავრცელების შენელებისა და ანტიკრიზისული გეგმის : სოციალური და ეკონომიკური პაკეტის თვალსაზრისითაც

მაშინ, როდესაც ბევრი საუბრობდა იმაზე, თითქოს საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს მმართველ გუნდს არ გააჩნდა ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა დაგვეძლია ეკონომიკური გამოწვევა, ჩვენ ეს დრო გამოვიყენეთ იმისათვის, რომ გვესაუბრა ჩვენს პარტნიორებთან, დონორებთან და წარმოგვედგინა ისეთი გეგმა, რომელიც იქნებოდა როგორც სახარბიელო ჩვენი მოქალაქეებითვის, ასევე მიიღებდა დადებით შეფასებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, იმისთბის, რომ საქართველომ მიიღოს გარკვეული დონორული დახმარება, აუცილებელია, არბობდეს კონკრეტული გეგმა, ხედვა, რომელიც იქნება დამაჯერებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

პრემიერის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური დახმარების ეტაპები რამდენიმე ნაწილად განახორციელა. ირაკლი ჩიქოვანის თამით, როგორც კი კოვიდ-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული შეზღუდვები დაწესდა ქვეყანაში, სახელმწიფომ მაშინვე შესთავაზა ბიზნესს გარკვეული შეღავათები.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, აღნიშნული შეღავათები ხელს უწყობდა ბიზნესის ლიკვიდურობის უზრუნველყოფას და მათთვის ფინანსური სახსრების დატოვებას.

„შემდეგ ჩვენ გვქონდა პრეზენტაცია, რომელიც იყო ძალიან ფართო და როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს არის პოლიტიკური გუნდის ხედვა, როგორ უნდა ვებრძოლოთ კრიზისს. ეს იყო ანტიკრიზისული პროექტი, რომელსაც ჰქონდა სოციალური განზომილებაც და ეკონომიკური განზომილებაც. ეს არ არის დასასრული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა.
როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, მთავრობამ იცის და ხედავს, რომ სჭირდება კიდევ დამატებითი გარკვეული გადაწყვეტილებები, შეღავათები ბიზნესებისთვის და იურიდიული პირებისთვის.
„საუბარია პოსტკრიზისულ გეგმაზე, რომელსაც რა თქმა უნდა, ასევე დასჭირდება გარკვეული რესურსების და თანხების მოძიება, როგორც ქვეყნის შიგნით ბიუჯეტიდან და ასევე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო დონორების მხრიდან. ფაქტია, რომ როგორც კოვიდ-19-თან ბრძოლაში საქართველო არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მაქსიმალურად შეანელო კოვიდ-19-ის გავრცელება, დღეს საქართველო ანალოგიურად არის ანტიკრიზისული გეგმის და ანტიკრიზისული სოციალური და ეკონომიკური დახმარების პაკეტის თვალსაზრისით ერთ-ერთი საჩვენებელი სახელმწიფო. თუ ავიღებთ სულ მოსახლეზე იმ დახმარებას, რა დახმარებაც ჩვენს ქვეყანაში გაიცემა, ნამდვილად დავინახავთ, რომ ბევრ, ჩვენზე უფრო მდიდარ ქვეყანას არ აქვს იმის საშუალება, რომ ამხელა ოდენობის დახმარება გაუწიოს მოქალაქეს. თუმცა, ჩვენ არ ვეძლევით თვითკმაყოფილებას და გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ეს ის მაქსიმუმია, რომლის შესაძლებლობაც ჰქონდა სახელმწიფოს და რაშიც შეეხიდა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე : არ ვფიქრობს, რომ პიკს უკვე მივაღწიეთ და ხვალიდან შეიძლება ინფიცირებულთა რაოდენობის კლება წავიდეს
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : კორონავირუსის 22 ახალი შემთხვევიდან 15 ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება, სამი სვანეთს, ხოლო დანარჩენი ბოლნისს