ქუთაისის ცხელების ცენტრში 20 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან 20 ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა პასუხი უარყოფითია, ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, არჩილ მუკბანიანმა განაცხადა.

დირექტორის ინფორმაციით, პასუხებს შორის 13 პაციენტის, შვიდი კი კლინიკის მედპერსონალის გეგმური კვლევაა.

სამედიცინო დაწესებულებაში გასული 24 საათის განმავლობაში ცხელებით 11 პაციენტი შევიდა და კორონავირუსზე ანალიზს ყველას აუღებენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 539 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის 178 გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე : არ ვფიქრობს, რომ პიკს უკვე მივაღწიეთ და ხვალიდან შეიძლება ინფიცირებულთა რაოდენობის კლება წავიდეს