თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს

ტრაგიკული შემთხვევა თბილისში – პეკინის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ცოლ-ქმრის ცხედრები აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათ ბინა რამდენიმე დღით ჰქონდათ ნაქირავები.
წინასწარი ინფორმაციით, სიკვდილი სავარაუდოდ co-თი ინტოქსიკაციამ გამოიწვია.
თუმცა ადგილზე მისული ყაზტრანსგაზის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ გაზის სისტემა ბინაში გამართული იყო.
შემთხვევის ადგილის პირველადი დათვალიერების შემდეგ ცხედრები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.
მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშისუს-ის უფროსის მოადგილე პარლამენტს დღეს ანგარიშს წარუდგენს
შემდეგი სტატიაე.წ. ციანიდის საქმე – უზენაესი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში დაცვის მხარე სტრასბურგს მიმართავს