ე.წ. ციანიდის საქმე – უზენაესი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში დაცვის მხარე სტრასბურგს მიმართავს

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის უფლებადამცველები, საქმეში არსებულ საპროცესო დარღვევებზე საუბრობენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი, რომელიც მამა გიორგი მამალაძეს იცავს ამბობს, რომ დეკანოზის მიმართ სახელმწიფო ბრალდება ცრუ, სასამართლოს ორი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება კი დაუსაბუთებელია.

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები უზენაესი სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში უფლებადამცველები საქმეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში თავიდანვე, ვიდრე დღემდე არის არსებითი საპროცესო დარღვევები. იგი არის უდანაშაულო და თავიდანვე ის ბრალდება, რომელიც მის მიმართ იყო წარდგენილი იყო ცრუ.

საქმე არის უზენაეს სასამართლოში და თუ უზენაესი სასამართლო ასევე არ დააკმაყოფილებს ჩვენს საჩივარს, მივმართავთ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს“-აცხადებს ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ადვოკატი თამარ ავალიანი.

banner
წინა სტატიაშითბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიატრაგედია ტყიბულში – გარდაცვლილი ექვსი მეშახტიდან ხუთს, დღეს დაკრძალავენ