მმართველი პარტია, როგორც ჩანს, სრულიად მოწყვეტილია საქართველოს მოქალაქეების სურვილებსა და იმედებს – თომას ჰაკერი აქციას პირადად შეუერთდა

გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი, თომას ჰაკერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამართულ აქციას ეხმაურება და წერს, რომ ევროპის გული თბილისში ცემს.

მისი თქმით, გუშინ გამართულ აქციას პირადადაც შეუერთდა და მიხვდა, რომ “ამ დღეებში ევროპის გული თბილისში ცემს”.

ფოტოს “ფორმულა” ავრცელებს. იხილეთ ჰაკერის განცხადება:

“ქართულ ოცნებაზე” დღემდე არ მოუხდენია შთაბეჭდილება ე.წ. “გარე გავლენის გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ გამართულ პროტესტს და არ ჩანს მათი მხრიდან დათმობის ნიშანი. პრაქტიკაში, კანონი მიზნად ისახავს კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას.

მმართველი პარტია, როგორც ჩანს, სრულიად მოწყვეტილია საქართველოს მოქალაქეების სურვილებსა და იმედებს. ის ბოიკოტს უცხადებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. პარლამენტმა კანონის მიღება უნდა შეწყვიტოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირმა უნდა განიხილოს პერსონალური სანქციები კანონის არქიტექტორების წინააღმდეგ და სერიოზულად განიხილოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება.

ქართველი ხალხი, რომელიც ყოველდღიურად გაბედულად აპროტესტებს ხელისუფლებას და რუსეთის მიერ ძალად თავსმოხვეულ კანონს, იმსახურებს ჩვენს პატივისცემას და აღფრთოვანებას.

გუშინ მოვახერხე მშვიდობიან აქციის თანმხლები ვყოფილიყავი და მივხვდი, რომ ამ დღეებში ევროპის გული თბილისში ცემს”.

banner
წინა სტატიაშიარანაირი ვალდებულება არ გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ მათ მიერ ხელოვნურად დაორგანიზებულ აქციებში თქვენივე თანამოქალაქეების საწინააღმდეგოდ – ცისკარიშვილი
შემდეგი სტატიაკომფორტის ზონიდან გამოვიდეს და რუსული კანონის დამტკიცებას შეეწინააღმდეგოს – კორძაია იოსელიანს