თბილისის 173-ე საჯარო სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის 173-ე სკოლა, კორონავირუსის დაფიქსირების გამო, დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია სასწავლო დაწესებულებაში დაადასტურეს.

როგორც სკოლის დირექტორი ლია თუშური “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, სკოლა დღეს ჩვეულებრივად ფუნქციონირებდა და ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დისტანციური სწავლების რეჟიმი ხვალიდან 12 დღის განმავლობაში, გაგრძელდება.

“კორონავირუსი დაუდასტურდა ჩვენი სკოლის პედაგოგს, ორსულადაა და უკვე მკურნალობს. რეკომენდაცია იყო კონტაქტში მყოფი პირები გარკვეული ვადით უნდა გადაგვეყვანა თვითიზოლაციაში. პედაგოგებს ბევრს ჰქონდა მასთან კონტაქტი, სწორედ ამიტომ 12 დღით გადავედით დისტანციურ სწავლებაზე, სრულად მთელი სკოლა”, – განაცხადა ლია თუშურმა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში კვლავ კომენდანტის საათი დაწესდა
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდში მცხოვრებ ყველა დევნილს ექნება საკუთარი საცხოვრებელი