საფრანგეთში კვლავ კომენდანტის საათი დაწესდა

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზსა და რამდენიმე ქალაქში 17 ოქტომბრიდან, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი დაწესდება.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, კომენდანტის საათი ოთხი კვირის განმავლობაში იქნება ძალაში.

ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთში მეორე მკაცრი კარანტინის გამოცხადება არაპროპორციული იქნება.

პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია, რომ ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 20 000-დან 2-3 ათასამდე შემცირდეს, რათა ჯანდაცვის სისტემამ კორონავირუსთან გამკლავება შეძლოს.

ამასთან, საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ძალაში 17 ოქტომბრიდან შევა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის გამო, „აჭარა ტექსტილმა“ მუშაობა შეაჩერა
შემდეგი სტატიათბილისის 173-ე საჯარო სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა