სოფო ჯაფარიძე – ვდგავართ სრული ტრაგედიის წინაშე

“ვდგავართ სრული ტრაგედიის წინაშე” – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სოფო ჯაფარიძე ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ეხმაურება. მისი თქმით, ხელისუფლების დაგვიანებულმა ქმედებებმა ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანა.

“ქვეყანამ ერთ დღეში 54 ადამიანი დაკარგა, დრამატულად იზრდება, ასევე, ინფიცირებულთა რიცხვი, ეს მდგომარეობა დადგა იმიტომ, რომ ქვეყანაში ვერ შედგა მასობრივი იმუნიზაცია, ქვეყანაში ვერ შედგა ადეკვატური და თანმიმდევრული რეგულაციები და მათმა სრულად დეზორგანიზებულმა, არათანმიმდევრულმა და არაკოორდინირებულმა მუშაობამ მიგვიყვანა იქამდე, სადამდეც დღეს ვართ მისულები”, – თქვა სოფო ჯაფარიძემ.

მისი განცხადებით, დღეს დადებითობის მაჩვენებლი 10%-ია თუმცა ხელისუფლებას არაადეკვატური რეგულაციები აქვს.

ჯაფარიძე ამბობს, რომ სახელმწიფო მოქალაქეებს ვერ იცავს, ამიტომ მოქალაქეებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 2 600, აჭარაში – 648, იმერეთში – 649
შემდეგი სტატიაNYT – კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა