კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 2 600, აჭარაში – 648, იმერეთში – 649

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 2 600, აჭარაში – 648, იმერეთში – 649, – ამის შესახებ მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 44 536 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 610 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 926 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 455 846-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.09% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.05%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 713 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 406 475-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 182 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 697 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 600 შემთხვევა, აჭარა – 678, იმერეთი – 649, ქვემო ქართლი – 254, შიდა ქართლი – 289, გურია – 170, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 363, კახეთი – 359, მცხეთა-მთიანეთი -191, სამცხე-ჯავახეთი – 103, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 41.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 43 163 საიდანაც: 6 552 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 107, აჭარაში – 861, იმერეთში – 936. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 306 პირი, მათ შორის, თბილისში – 565, აჭარაში – 126, იმერეთში – 314. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 284 პირი, მათგან თბილისში – 191, აჭარაში – 18, იმერეთში – 17. 2 672 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 286 – თბილისში, 818- აჭარაში. 33 939 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 37, ხოლო აჭარაში – 5.

სულ 6 ოქტომბრიდან – 9 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 004 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 609 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 17 821, პირი, აჭარაში – 5 217, იმერეთში – 3 827“, – აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საგრანტო პროგრამისთვის ფერმერებს თანადაფინანსებას სთავაზობს
შემდეგი სტატიასოფო ჯაფარიძე – ვდგავართ სრული ტრაგედიის წინაშე