NYT – კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა

ამერიკული გამოცემა New York Times-ის კორონავირუსის მსოფლიო რუკის თანახმად, ბოლო 1 კვირის მონაცემებით, საქართველო 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების შემთხვევებით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ამავე მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ბოლო 7 დღის განმავლობაში ახალი ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი 3 758-ა, რაც 100 000 მოსახლეზე 101 შემთხვევას გულისხმობს.

NYT-ის რუკის თანახმად, ბოლო 14 დღის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის შემთხვეევების რაოდენობა 68%-ით გაიზარდა.

banner
წინა სტატიაშისოფო ჯაფარიძე – ვდგავართ სრული ტრაგედიის წინაშე
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტრომ და ცესკომ არჩევნებისთვის სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს