სირიის არმიამ იდლიბსა და ხამში შეტევები დაიწყო

სირიის სამთავრობო ჯარებმა იდლიბსა და ხამში შეტევა დაიწყეს – Al-Masdar News-ზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს. სირიის არმიამ ხამში, სოფელ მასასნზე განახორციელა დარტყმები, სადაც, დამასკოში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა წერს, რომ განადგურდა დაჯგუფება “ჯეიშ ალ-იზზა”. ამასთანავე, ასადის არმიამ დაჯგუფება “ხაიტ ტახრირ აშ-შამი”-ს პოზიციები დაბომბა, რომელიც “ჯაბხატ ან-ნუსრას” ბაზაზეა შექმნილი. იდლიბი, გავრცელებული ინფორმაციით, “მიწა-მიწის” კლასის რაკეტებით დაიბომბა.
რუსეთი ავრცელებს, რომ აღნიშნულ შეტევაში რუსი სამხედროები არ მონაწილეობდნენ.

banner
წინა სტატიაშიდავით ბერძენიშვილი: სალომე ” დამოუკიდებელი” ბიძინა უფროსის გარეშე ვერ გაბედავდა ” მძინარე ცხინვალის” დაბომბვის თემის წამოწყებას
შემდეგი სტატიალონდონმა სკრიპალების საქმეში ეჭვმიტანილების ინტერვიუს “შეურაცხმყოფელი” უწოდა