დავით ბერძენიშვილი: სალომე ” დამოუკიდებელი” ბიძინა უფროსის გარეშე ვერ გაბედავდა ” მძინარე ცხინვალის” დაბომბვის თემის წამოწყებას

სალომე ” დამოუკიდებელი” ბიძინა უფროსის გარეშე ვერ გაბედავდა ” მძინარე ცხინვალის” დაბომბვის თემის ვერც წამოწყებას და, მით უმეტეს, ვერც გაგრძელებას.

2008 წ. 8 აგვისტოს მთელი იმპერიული მედია კიოდა- 2000 ადამიანი დახოცეს ქართველებმა მძინარე ცხინვალშიო….ამ რუსულ ტექსტსაც ამოთქვამს ბიძინას კარიკატურა? ასეთი სიჯიუტით რომ ამომრჩეველს არ იმატებს- პირიქით, იკლებს, ამდენი მაინც ხომ ეცოდინება?!

გასაგებია, რომ მთელი სახელისუფლებო რესურსის, ფულის, დაშინების და გაყალბების იმედი აქვს…მოკლედ, ეს ადამიანი არცაა მაინცდამაინც საინტერესო. სულ ეტენებოდა ოპოზიციურ კოალიციებში და სულ აუტსაიდერი იყო. ამასთანავე, ყოველთვის განუზომლად ბევრს აღწევდა მისი უტიფრობით- 2007- ში ოპოზიციის საპრემიერო კანდიდატობა მოითხოვა სრულიად დაუმსახურებლად და მიიღო, 2010- ში ალიანსს შეეტენა და ასევე დაუმსახურებლად მიიღო მანდატიც, კვალიფიციური სუბიექტობაც და საბიუჯეტო დაფინანსებაც..

2016- ში დეპუტატობა უბოძა ბიძინამ….აქ მთავრდება სალომეს უტიფრობის რესურსი.
პრეზიდენტობას ვერ გამოღლეტდა ხელისუფალს…სალომეს საპრეზიდენტო კანდიდატობა სწორედ ხელისუფლის გადაწყვეტილებაა, ბიძინას სვლაა.

ამჟამად არ შევეხები ბრინცალოვთან ივანიშვილის მსგავსებას, ბარათაშვილის თუ ფროიდის ტრფიალად და მცოდნედ აღიარების სურვილს, ზეკაცობაში ნიცშეს მეტოქეობას- მოკლედ, პირველ ინტელექტუალად თავის წარმოჩენის დაუოკებელ წყურვილს….

ამჟამად საპრეზიდენტო კანდიდატის და მისი მთავარი გზავნილის( არა ამომრჩეველს, არამედ პუტინს და კამპანიას რომ უგზავნის ინტენსიურად) ნამდვილი ავტორის ამოცანებზე ვფიქრობ.
რა უნდა ბიძინას ამჟამად?
ადრე რომ ერთს ამბობდა და აკეთებდა და ახლა იმის საპირისპიროს აპირებს, სულაც არაა გასაკვირი და მოულოდნელი. სხვაგან რომ არ წავიდეთ, საქართველოს ყველა ხელისუფალი (უკლებლივ ყველა), მისი წინამორბედები თავში ერთს შვებოდა, შუაში მეორეს და ბოლოში მესამეს…
არ ვმსჯელობ აკვიატებული ხალხისთვის- “ხომ გეუბნებოდით, პუტინმა დაგვისვა”, სააკაშვილი მასონმა სოროსმა, შევარდნაძეც რომ იმპერიამ დაგვასვა, თანმიმდევრულმა მომიტინგეებმა სამარემდე რომ ” შევარდნაძე იუდას” რიტუალით მიაცილეს, მანამდე გამსახურდია რომ კაგებემ……არაა ასე მარტივი პოლიტიკური ლაბირინთი. რომელიმე ფაქტორის აბსოლუტიზაცია არაა ჭკვიანური, ჩემი მოკრძალებული აზრით.

მე არ მაქვს მკაფიო პასუხი კითხვაზე: რატომ სალომე, რატომ ასეთი რუსული ტექსტი?
ვიცი, რომ ნატო არ იყო ბიძინას პრიორიტეტი. ევროკავშირთან ასოცირება, ვიზალიბერალიზაცია- კი.
რუსეთთან დალაგების მისეული ხედვა, მგონი, ასეთი იყო.
ხელისუფლობის 6 წლის თავზე გამოუტყდენოდა თავს, რომ აორთქლებულა მისი ” ჭარბი ნდობა”. მისი გამოზრდილი ექსპერტებით საზოგადოების გაზრდის სიაბდლემ( ამ ტერმინს ვამჯობინებ)))) ჩაილურის წყალი დალია.
მიშა ბიძინასთვის არა მარტო და არა იმდენად სასარგებლო პოლიტიკური ” გრუშაა”, საარჩევნოდ უტყუარი მტრის ხატია, არამედ ცხოვრების ორიენტირია. მიშას ეძებს და ებრძვის იქაც, სადაც მიშა არ არის. დიდი ძალისხმევა, რესურსები გაიღო დამარცხებული სააკაშვილის პოლიტიკური ძალის ჩამოსაქნელად.. ” ვინც მოვიდა გაუმარჯოს” საქმოსან- დეპუტატების გადაბარებით( მიშაც ასე მოიქცა 2003- ში) დაიწყო, მერე თითო-ოროლა ნაციც ჩამოაშორა, ბოლოს- ინტერესთა თანხვედრა ნაცების ელიტასთანაც გამოძებნა…ბიძინამ ამდენი არ იცის- ბოლომდე კონტროლირებადი ოპოზიცია არ არსებობს. მიშას გაწამების დაუოკებელი სურვილი მასვე სახიფათოდ მოუტრიალდება, მაღალი ალბათობით.
ჩემი დაკვირვებით, ბიძინა ვერ გათავისუფლდა მიშას კომპლექსიდან….ყველგან ის უნდა დაინახოს, სულ უნდა, რომ დააკნინოს….შესაძლოა, მიშას პრეზიდენტობის 7- 8 წლის განმავლობაში ამხელა მილიარდელი კაცი შელახული თავმოყვარეობით ცხოვრობდა…მიშას უმცროსი პარტნიორი იყო…არ იქნება გადაჭარბება, თუ ვიტყვი, რომ მიშა მას წველიდა….ბიძინა ხარკს იხდიდა, უსაფრთხოდ და შედარებით იაფად ცხოვრობდა საკუთარ სამშობლოში, იყო ქველმოქმედი, რაც მის თვითშეფასებას ზრდიდა.

2011- ში მიშა მტერი იყო. მის წინააღმდეგ პირველი ორი პარტნიორი- რესპუბლიკელები და ირაკლი ალასანია კი საჭირო ხალხი… ერთხანს. მაგრამ დათქმით- ლევან ბერძენიშვილთან ჰქონდა კითხვები. მალე გამოჩნდა, რომ ლევანის პრობლემა მისი ინტელექტუალობა იყო, კიდე არალეგალური პარტიის დამფუძნებლობა……….
მიშამაც გამოცვალა მთავარი პარტნიორები გამარჯვების შემდეგ, სტალინმაც….ჩვეულებრივი ამბავია ისტორიის გადაწერა, რევოლუციიდან მისი წამყვანი ფიგურების გარიცხვა. აქტივისტების და გახელისუფლების მერე გამოჩენილი ერთგული ადამიანების წარმოჩენა, მერე იმათი ჩანაცვლება( ოქრუაშვილი, ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი…). გასაკვირი ისაა, ამ ელემენტარულ ამბავს, ისტორიის სახელმძღვანელოში ბევრჯერ აღწერილს, რატომ არ ითვალისწინებდნენ ჩამოთვლილებიც და ჩამოსათვლელებიც?! მარგველაშვილი კი მიხვდა დროულად.

ბიძინა დახავსებისკენ მიდის. მისი პოლიტიკური პარტია უკვე მოქკავშირისა თუ აღორძინების ბოლო წლების მსგავსად კარიკატურულია. პოლიტიკის იმიტაცია ხანგრძლივი ვერ იქნება ….ბიძინა კი წელავს. მას აღარ აქვს საქართველოში საკმარისი დასაყრდენი. მისი ხელისუფლება მისი გიგანტური ხეებივით ყანყალებს, ხმება….
იმიტაცია პარკის, იმიტაცია პოლიტიკის( ერთი ჭკვიანი ქალის ტექსტი ვნახე ამ დღეებში, პოლიტიკის იმიტაციააო, მომეწონა და მოვიპარე)))

და რუსთ ხელმწიფეს მიმართავს სალომეს ბაგეთაგან? და ვსესაიუზნი თუ ვსემირნი ბარიგობაც ნარკობიზნესის წრეში შინაურობისთვის დასჭირდა? მძლავრი მხარდამჭერების ძიებაშია? სალომეს ამბავში საფრანგეთის გამოყოლილი ვალიც დავუშვათ?

ამდენი უპასუხო კითხვა რო ტექსტს დამაჯერებლობას არ სძენს, კი ვიცი.

იქნებ, მაინც ძაან მარტივადაა საქმე…ბარიგობაც გამდიდრებისთვის უნდა; ან/და ბერამ “ღრმა ინტელექტუალურ” კამათში დაარწმუნა….სალომე აკვიატებაა, რუსული კვალი არცაა, სალომე უბერავს….
და ბიძინა კიდე უფრო მაგრა უბერავს……შეიძლება ასეცაა-წერს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით  ბერძენიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატიასირიის არმიამ იდლიბსა და ხამში შეტევები დაიწყო