შსს გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე განცხადებას ავრცეელბს

2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე
კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი
სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.
პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად,
ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა
სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი: აზერბაიჯანს ხუთს პლიუს ორი რაიონი უნდა გადაეცეს
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი – მნიშვნელოვანია ის, რაც არჩევნების დღეს მოხდება, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული პარტიებზე