ვლადიმერ პუტინი: აზერბაიჯანს ხუთს პლიუს ორი რაიონი უნდა გადაეცეს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სომხეთის მიერ ოკუპირებული 7 რაიონის გადაცემის შესახებ ისაუბრა. ინფორმაციას interfax ავრცელებს.

„ჩვენ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისთვის, ვფიქრობთ რომ აზერბაიჯანს ხუთს პლიუს ორი რაიონი უნდა გადაეცეს. ყარაბაღში კი გარკვეული რეჟიმი დაწესდეს, რა თქმა უნდა სომხეთთან შეთანხმებით. თავდაპირველად სომხებმა დაიწყეს ბრძოლა, რის შედეგადაც აზერბაიჯანის 7 რაიონიც მათი კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. ეს რაიონები არის აზერბაიჯანის ტერიტორია. ორივე მხარეს აქვს თავისი ჭეშმარიტება, საჭიროა ინტერესთა ბალანსის პოვნა, რადგან კვანძი ძალიან რთულია“, – აცხადებს პუტინი.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა გორის მონაკვეთზე-5 დაღუპული და 11 დაშავებული
შემდეგი სტატიაშსს გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე განცხადებას ავრცეელბს