თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე 1 პირს ბრალდება წარედგინა – საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“, 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის ოქტომბრის პერიოდში, პირადი უთანხმოების გამო, სისტემატურად ათავსებდა დაზარალებულის პატივისა და ღირსების შემლახველ პოსტებს, რაც დაზარალებულში იწვევდა ფსიქიკურ ტანჯვასა და უქმნიდა ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას. ამის გამო, 2023 წლის 17 ოქტომბერს, დაზარალებულმა თვითმკვლელობის მიზნით მარცხენა ზედა კიდურზე, ბასრი საგნის გამოყენებით მიიყენა დაზიანება და დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2024 წლის 24 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლის პატივისა და ღირსების სისტემატური დამცირებით) და 151¹ მუხლის პირველი ნაწილით ( ადევნება – ელექტრონული საშუალებით სისტემატურად არასასურველი კომუნიკაცია რაც იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და რაც პირს ცხოვრების წესის შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის) წარედგინა, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 2-4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდედაბუდიანად ყველა მანდ ვართ – კასპის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის დირექტორს 29 აპრილს აქციაზე თანამშრომლების წამოყვანა აქვს დავალებული
შემდეგი სტატიარა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი გეგმავს, მიიღოს ეს კანონი – პაპუაშვილი