შეიარაღებულ ძალებს მზვერავთა ახალი ნაკადი შეემატა

შეიარაღებულ ძალებს მზვერავთა ახალი ნაკადი შეემატა. საველე დაზვერვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალი მანავის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტან კაპანაძე დაესწრო.

კურსი სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. კურსდამთავრებულებმა შეისწავლეს ოცეულის მეთაურის რანგში სადაზვერვო ოპერაციების დაგეგმვა და მისი განხორციელება საომარ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში.

სამხედრო მოსამსახურეებმა ასევე გაიარეს ნავიგაცია, სავარაუდო მოწინააღმდეგის ტაქტიკა, სტრუქტურა და შეიარაღება, კავშირგაბმულობა, საინჟინრო და სამედიცინო მომზადება.

banner
წინა სტატიაშიცვლილება მე-300 მუხლში – იპოთეკარს ბინის დაუყოვნებლივ გაყიდვა შეუძლია
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი ამომრჩევლებს შეხვდა