ცვლილება მე-300 მუხლში – იპოთეკარს ბინის დაუყოვნებლივ გაყიდვა შეუძლია

სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, თუ კრედიტორი ხელშეკრულებაში ჩაწერს, სესხის გადახდის პირველივე შეფერხებისას, ქონებას ნოტარიულად მყისიერად გადაიფორმებს, ყოველგვარი სასამართლოს გარეშე.

ერთ-ერთი იპოთეკით დაზარალებული ამბობს, რომ იპოთეკარმა ბინა ისე გაყიდა, რომ მას არც კი შეატყობინა, ამის საფუძველი კი მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩადებული მესამასე მუხლი გახდა, რომელიც იპოთეკარს ბინის დაუყოვნებლად გაყიდვის უფლებას აძლევდა.

ადვოკატი ამირან გიგუაშვილი აცხადებს, რომ ასეთი დაზარალებული ბევრია. მისი განმარტებით, სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, რომელიც პარლამენტმა 2013 წელს დაამტკიცა, ნოტარიუსებს სააღსრულებლო ფურცლის გაცემის უფლება მიენიჭათ. ეს ცვლილება, რომელიც მესამასე მუხლში შევიდა, ნოტარიუსს საშუალებას აძლევს, მოვალის ქონება კრედიტორის სასარგებლოდ ისე გაყიდოს, რომ მას ამის შესახებ არც კი აცნობოს.

პარლამენტის მიერ ბანკების ინტერსების ლობირებაზე საუბრობს პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრი პეტრე ცისკარიშვილიც და განმარტავს, რომ ეს ცვლილება პარლამენტმა 2013 წელს ქართუ ბანკის ინტერსების გასატარებლად დაამტკიცა.

banner
წინა სტატიაში,,უზნეოა ამ ქალბატონის თითოეული სამუშაო დღე “- სკანდალური წერილი კულტურის სამინისტროდან
შემდეგი სტატიაშეიარაღებულ ძალებს მზვერავთა ახალი ნაკადი შეემატა