უკრაინაში ქართველი მებრძოლი, თენგიზ ჭანია დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, თენგიზ ჭანია დაიღუპა. ჭანია აფხაზეთიდან დევნილია, იყო აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომების მონაწილე. იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი. უკრაინაში იბრძოდა ომის დაწყების პირველივე დღიდან და ამ პერიოდის განმავლობაში ორჯერ დაიჭრა, თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგ, ორივეჯერ ბრძოლის წინა ხაზზე დაბრუნდა.

ჭანია ავდეევკა-მარინკას მიმართულებაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების “აზოვის” მესამე მოიერიშე ბრიგადის შემადგენლობაში იბრძოდა. შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც პერიმეტრზე რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს.

არსებული ინფორმაციით, შეტაკებების გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება ბრძოლის ველიდან ცხედრის გამოტანა.

რუსეთის სრულმასშტაბიან ომს, 2022 წლის შემდეგ, 62 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიფონიჭალაში 28 წლის ქალმა შეყვარებული დაჭრა
შემდეგი სტატია(+18 ვიდეო) რუსმა მილიციელმა ეჭვმიტანილ ტერორისტს ყური მაოჭრა და ძალით აჭამა