მოსკოვის სასამართლომ მამუკა მამულაშვილს ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ “ქართული ლეგიონის” მეთაურს, მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად შეუფარდა ორთვიანი პატიმრობა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია TASS სამართალდამცავ უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს თანამოსაუბრე ამბობს, რომ ვადა აითვლება მისი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ექსტრადაციის ან რუსეთის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან.

“მამულაშვილზე გამოცხადებულია ფედერალური და საერთაშორისო ძებნა”, – უთხრეს რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიას.

რუსეთი მამულაშვილს ბრალად სდებს დაქირავებულ საქმიანობასა და სიძულვილის გაღვივებას მედიის გამოყენებით.

რუსეთმა მამუკა მამულაშვილზე ძებნა 2023 წლის ოქტომბერში გამოაცხადა. იხილეთ:

banner
წინა სტატიაშირობინ დანიგანი – საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მყარად, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები
შემდეგი სტატიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები აჭარაში მცხოვრებ აფხაზებს შეხვდნენ