სენაკში სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არაერთი ფერმერი და მეწარმე დაფინანსდა

სენაკში სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არაერთი ფერმერი და მეწარმე დაფინანსდა:

სოფლის მეურნეობა:

სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნა 4 ახალი და გაფართოვდა 8 აგროსაწარმო;
შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 299-მა პირმა;
სახელმწიფოს მხარდაჭერით 145 ჰა-ზე გაშენდა ხეხილის ბაღები;
ფუნქციონირებს 15 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი;
სახელმწიფო პროგრამა – „აგროდაზღვევის“ ფარგლებში 600 000 ლარამდე ღირებულების მოსავალი დააზღვია 382-მა პირმა;
„სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის (AMMAR)“ თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 8 პირი;
დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო 4 პროექტი;
დამონტაჟდა 3 მეტეოროლოგიური საგუშაგო;
პროექტის – „მობილური ექსტენციის“ ფარგლებში კონსულტაცია გაეწია 1100-მდე ფერმერს.

პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში
საწარმოები:
• მხარი დაეჭირა 3 ახალ საწარმოს;
• ინვესტიცია – 10 მლნ ლარამდე.

მიკრო- და მცირე მეწარმეობა:
• მხარი დაეჭირა 71 პროექტს;
• ბენეფიციარი – 115 მოქალაქე;
• ინვესტიცია – 1 მლნ ლარამდე.

ფერმერთა და მეწარმეთა მხარდამჭერი პროექტები უკვე 1 სივრცეშია ხელმისაწვდომი –
ამოქმედებულია საქართველოს მთავრობის ახალი პროექტი – „სახელმწიფო – შენი პარტნიორი“, რომლის ფარგლებშიც, ყველას, ვინც არის ანდა ვისაც სურვილი აქვს გახდეს მეწარმე ან ფერმერი, სახელმწიფო პროგრამებზე წვდომა შეუძლია მიიღოს უკვე ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით. მომსახურების მიღება შესაძლებელია საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში, ასევე მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი – https://programs.gov.ge/ .

banner
წინა სტატიაშინუცა ბათიაშვილი: ამ არჩევნებზე გადის დღეს ჩვენი “დიდგორი”
შემდეგი სტატიააშშ-ს საელჩო: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვაკანტური პოზიციების შევსება ჩრდილქვეშ მოხდა