აშშ-ს საელჩო: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვაკანტური პოზიციების შევსება ჩრდილქვეშ მოხდა

region
ავტ.: region ოქტომბერი 30, 2020 20:20

აშშ-ს საელჩო: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვაკანტური პოზიციების შევსება ჩრდილქვეშ მოხდა

ამერიკის საელჩო საქართველოში იმედგაცურუებას გამოხატავს სასამართლო ხელისუფლების “ნაჩქარევი” გადაწყვეტილების გამო, რომ მოსამართლეთა კონფერენცია დღეს, 30 ოქტომბერს გაიმართა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონფერენია “მნიშვნელოვანი არჩევნების ჩრდილქვეშ” ჩატარდა. ამ თემაზე საელჩომ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

“გრძელვადიანი შედეგების მქონე გადაწყვეტილებების მიღება, ისეთი როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვაკანტური პოზიციების შევსება, უნდა ხდებოდეს გააზრებულად, გამჭვირვალედ და საკმარისი დროის დათმობით, კონსულტაციებისა და კვალიფიციური კანდიდატების ფართო სპექტრის ჩართულობისთვის.

ამ პროცესის დაჩქარება შეიცავს რისკს შეირყეს საზოგადოების ნდობა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის, კანდიდატებისა და მოსამართლეების კონფერენციის მიმართ… აუცილებელია, რომ სასამართლო ხელისუფლებამ ყველა ძირითად თანამდებობაზე შეარჩიოს გამოცდილი, პროფესიონალი და დამოუკიდებელი კანდიდატები, ასევე, მომავალში შერჩევის პროცესის უფრო მეტი გააზრებითა და შორსმჭვრეტელობით წარმართვა უზრუნველყოს”, – წერია განცხადებაში.

region
ავტ.: region ოქტომბერი 30, 2020 20:20