ნუცა ბათიაშვილი: ამ არჩევნებზე გადის დღეს ჩვენი “დიდგორი”

ანთროპოლოგი ნუცა ბათიაშვილი ფიქრობს, რომ არჩევნებზე არწასვლას ან არასწორი არჩევანის გაკეთებას, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები ჰქონდეს, რომ “ქვეყანა, შეიძლება, გახდეს ოლიგარქის უკანა ეზო”. ამ თემაზე მან გადაცემა “დღის სტუმარის” სპეციალურ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველო გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყანაა, რომლის წინააღმდეგაც ყველანაირი ძალაუფლება მოქმედებს. ის კონფლიქტებით შუაზეა გაგლეჯილი და რომელსაც თავზე ყველაზე დიდი და ბოროტი იმპერიული ძალა აწევს. ნუცა ბათილაშვილის აზრით, ამ უთანასწორო ბრძოლაში ყველა არჩევანი გადამწყვეტია.

“თუ ჩვენ ეხლა აქ შევძლებთ, რომ დემოკრატიული ძალით შევცვალოთ ძალაუფლება, ეს იქნება არა მხოლოდ პრეცენდენტი ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის, ეს, შეიძლება, იქცეს მოდელად დანარჩენი სამყაროსთვის”, – ამბობს ნუცა ბათიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიუეფა-მ მარტვილური პროექტი ევროპაში საუკეთესოდ აღიარა – ჯესი სურმავას უმაღლესი ჯილდო მიანიჭეს
შემდეგი სტატიასენაკში სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არაერთი ფერმერი და მეწარმე დაფინანსდა