სასამართლომ ქალთა საფეხბურთო კლუბის ყოფილი მწვრთნელი თაღლითობის ბრალდებით დამნაშავედ ცნო

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ქალთა საფეხბურთო კლუბის ყოფილი მწვრთნელი, რომელმაც ქალი ფეხბურთელების მიმართ თაღლითობა ჩაიდინა.

“ესწუთია ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ქალთა საფეხბურთო კლუბის ყოფილი მწვრთნელი, რომელმაც ქალი ფეხბურთელების მიმართ თაღლითობა ჩაიდინა.
მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.
მწვრთნელი მოტყუებით, სხვადასხვა საფუძვლით ითხოვდა ქალი ფეხბურთელებისგან თანხის შეგროვებას, ასევე, ხელფასის ნაწილის დაბრუნებას.

საერთო ჯამში, ქალი ფეხბურთელების მიმართ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 22000 ლარზე მეტი.
ქალი ფეხბურთელების ინტერესებს სისხლის სამართლის საქმეზე იცავდა PHR-ის ადვოკატი ანა თავხელიძე.
მოსამართლე: ნანა ჯოხაძე
პროკურორი: გრიგოლ კეზევაძე, გურჯან ტაბეშაძე
გამომძიებელი: ელენე ჯანგავაძე, გელა ჭელიძე” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიევროპის სირცხვილია დღევანდელი ევროპარლამენტი – იონათამიშვილი
შემდეგი სტატიაყველა ის ნაშრომი, რომელიც ქართველ ხალხს, სხვადასხვა თაობებს აქვს ყველაფერი წყალში იყრება – ვაშაძე