საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 021 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

gulis eleqsiri

საქართველოში კორონავირუსის 5 021 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 041 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 58 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 53 747 ტესტი. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 312, „პისიარ“ ტესტით – 20 435.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,52%, ბოლო 14 დღის – 10,84%, ბოლო შვიდი დღის – 10,57%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 528 043 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 463 306 გამოჯანმრთელდა, 6 949 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 1 038 292 ადამიანი, დღიურად აცრილია 28 196.

კარანტინის რეჟიმშია 95, სტაციონარში მეთვალყურეობას 7 356 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 3 304 პირი.

წინა სტატიაშივახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები პატიმრობიდან დღესვე გათავისუფლდებიან
შემდეგი სტატიამოძრაობა “სირცხვილია” და მედიის წარმომადგენლები ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აქციას მართავენ