მოძრაობა “სირცხვილია” და მედიის წარმომადგენლები ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აქციას მართავენ

„სასამართლო დამონებულია“ , – ამ სლოგანით თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მოძრაობა “სირცხვილია” და მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ. ისინი აპროტესტებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელ სამივე პირს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა გამომდინარე იქიდან,რომ პატიმრობის ვადა დღეს იწურება, ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს დატოვებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სასამართლომ სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო.

“მე ველოდი, რომ სასამართლო მსგავს განაჩენს გამოიტანდა. ეს ყველაფერი გაკეთდა აგვისტოში იმისათვის, რომ თავდამსხმელები, მოძალადეები გარეთ გამოეშვათ”, – განაცხადა ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ და აღნიშნა, რომ „ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ მოძალადეები გარეთ გამოეშვა”.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 021 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 58 პაციენტი გარდაიცვალა