ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები პატიმრობიდან დღესვე გათავისუფლდებიან

ტელეკომპანია “ფორმულას” ტელეწამყვან, ვახო სანაიას თავდასხმაში ბრალდებულები პატიმრობიდან დღესვე გათავისუფლდებიან. საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ერთ-ერთს სულიკო საყევარიშვილს მოსამართლემ 6 თვე და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიუსაჯა, ვაჟა გიგაური დამნაშავედ სცნო და ასევე, 6-თვიანი პატიმრობა და 2500 ლარი ჯარიმა მიუსაჯა, გიორგი სახელაშვილს კი ასევე 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

გადაწყვეტილებას ვახო სანაია Facebook-ზე გამოეხმაურა და საქმის მოსამართლეს, გიორგი კერატიშვილს, სამარცხვინო უწოდა:

“გაუშვა მოსამართლემ სამივე. მაგარი სასამართლოა ძალიან ! კერატიშვილი – სამარცხვინო მოსამართლე !”,-წერს ვახო სანაია.

banner
წინა სტატიაშისანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 021 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა