საქართველოში კორონავირუსისგან 79 პაციენტი გამოჯანმრთელდა

news
ავტ.: news აპრილი 17, 2020 13:23

საქართველოში კორონავირუსისგან 79 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 370 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 79 პაციენტი, დილით გამოჯანმრთელებუთა რაოდენობა 77-ს შეადგენდა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5035 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 540.

news
ავტ.: news აპრილი 17, 2020 13:23

Google სტატისტიკა


12,796
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics