საპატრიარქო : სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს, გადაადგილების საშუალება ექნებათ

საქართველოს საპატრიარქო მიხეილ სააკაშვილთან და გიული ალასანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს გადაადგილების საშუალება ექნებათ.

“გუშინ, 16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 სთ-დან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და რა თქმა უნდა სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც შემდეგ სატელეფონო საუბრით გაირკვა, სასულიერო პირებს, მგალობლებს, სტიქაროსნებს, გადაადგილების საშუალება ექნებათ როგორც დღევანდელი, ისე სააღდგომო მსახურებისთვის.
სამწუხაროდ, მრევლს ამის შესაძლებლობას არ აძლევენ,”- ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიევროპის საინვესტიციო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში – EIB გიორგი გახარიასთან შეხვედრას „ტვიტერზე” ეხმაურება
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსისგან 79 პაციენტი გამოჯანმრთელდა