კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 21 ნიმუშის პასუხი კოვიდ 19-ზე უარყოფითია

კახეთის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 21 ნიმუშის პასუხი კოვიდ 19-ზე უარყოფითია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ნიმუშები საკარანტინე სივრცეებიდან და ცხელების ცენტრებიდან აიღეს.

მისივე ინფორმაციით, საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში ყოველდღიურად იგზავნება. რეგიონში ამ დროისთვის 10 საკარანტინე ლოკაციაზე 675 მოქალაქე იმყოფება.

ამ დროის მონაცემებით, კახეთში კოვიდ კორონავირუსის არცერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება.

საქართველოში კორონავირუსის 370 შემთხვევაა დადასტირებული, მათგან გამოჯანმრთელდა 79 და გარდაიცვალა 3 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში 5035 ადამიანი იმყოფება და სტაციონარში მეთვალყურეობას 540 პირი გადის.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსისგან 79 პაციენტი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიასამხრეთ აფრიკაში covid19-ის გამო დაწესებული კარანტინის დროს ლომებს სამანქანო გზაზე ეძინათ