საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 683 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 419 მოქალაქე.

ამასთან, კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 12 პაციენტი.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმა დააკავა
შემდეგი სტატიაზუგდიდში სატვირთოს მძღოლის შემდეგ, კორონავირუსი მის დედასაც დაუდასტურდა