შსს-მ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმა დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმა დააკავა.

თორნიკე ფარცხალაძე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ფარცხალაძის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ერთი აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს.

საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიუგულავამ და ოქრუაშვილმა თალაკვაძის გაპრემიერების ოპერაცია ჩაშალეს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა