ზუგდიდში სატვირთოს მძღოლის შემდეგ, კორონავირუსი მის დედასაც დაუდასტურდა

42 წლის მამაკაცს,რომელიც კოვიდინფიცირებულია და რუხის საავადმყოფოში მკურნალობს ორმხრივი პნევმონიით და მაღალი ტემპერატურით, „კოვიდ-19“-ზე დადებითი პასუხი მიიღეს ინფიცირებული მამაკაცის დედისა და ორი მცირეწლოვანი შვილის ტესტებზე.

42 წლის ზუგდიდელი მამაკაცი 14 მაისს თვითდინებით შევიდა რუხის საავადმყოფოში. მას ცხელება ჰქონდა. 15 მაისს მას კორონავირუსი დაუდასტურდა. პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას ორმხრივი პნევმონია აქვს.

ინფიცირებული მამაკაცი 17 აპრილს სომხეთიდან ჩამოვიდა, ის თვითიზოლაციაში იყო. 6 და 7 მაისს კი, ფოთსა და თბილისში იმყოფებოდა. მისი ოჯახის ექვსი წევრი კარანტინში იყო გადაყვანილი. მათგან სამს დაუდასტურდა კორონავირუსი. მიმდინარეობს ინფიცირებული მამაკაცის სხვა კონტაქტების მოძიება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია ვაშინგტონ პოსტში გამოქვეყნებულ სტატიას ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება