საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 132 მოქალაქე.

ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ხუთი პაციენტი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4949, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 555 პირი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს სარწყავი წყლის დავალიანება ჩამოეწერებათ და 2020 წლის საფასურისგან გათავისუფლდებიან
შემდეგი სტატიაკახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 36 ნიმუშის პასუხები „კოვიდ-19“-ზე უარყოფითია