კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 36 ნიმუშის პასუხები „კოვიდ-19“-ზე უარყოფითია

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 36 ნიმუშის პასუხები „კოვიდ-19“-ზე უარყოფითია,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა.

ნელის ხიზანიშვილის ინფორმაციით, ე.წ. ცხელების ცენტრებსა და საავადმყოფოებში მოთავსებულ პაციენტებს ანალიზებს დღესაც აუღებენ და გაგზავნიან ლუგარის ლაბორატორიაში. პასუხები ცნობილი ხვალ დილით გახდება.

კახეთის რეგიონში ათი საკარანტინო ზონაა მოწყობილი, სადაც 582 მოქალაქე იმყოფება.

რეგიონში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია და ბოლო ინფორმაციით, კახეთში კოროვირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსოს ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმში