გიორგი გახარია – ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს სარწყავი წყლის დავალიანება ჩამოეწერებათ და 2020 წლის საფასურისგან გათავისუფლდებიან

ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს სარწყავი წყლის დავალიანება ჩამოეწერება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიღებული იქნა ასევე გადაწყვეტილება, რომლითაც ფიზიკური და იურიდიული პირები, 2020 წლის და წინა წლების დაგროვილი სამელიორაციო საფასურისგან სრულად გათავისუფლდებიან.

„გარდა ამისა, სამელიორაციო საქმიანობის მხარდაჭერისთვის ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირის დაგროვილი გადასახადი სარწყავი წყლის, იყოს გაუქმებული, ჩამოეწეროს მათ და 2020 წლის სამელიორაციო საფასურისგან სრულად გათავისუფლდებიან ფიზიკური და იურიდიული პირები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ იქნება ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც ჩრდილს მიაყენებს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა