საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 619 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 117 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 996, „პისიარ“ ტესტით – 14 121.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,3%, ბოლო 14 დღის – 4%, ბოლო შვიდი დღის – 4,26%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 379 673 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 360 558 გამოჯანმრთელდა, 5 479 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 310 332 ადამიანი, დღიურად აცრილია 6 444.

კარანტინის რეჟიმშია 49, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 705 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 924 პირი.

ამასთან, 12 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 659 შემთხვევა გამოვლინდა, 713 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 კი, გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი ლიეტუვას მიგრანტების შეჩერებაში დაეხმარება
შემდეგი სტატიამეუფე ანტონი მედიის წარმომადგენლებს მიმართავს: დაიმსახურეთ [ცემაც]… პიპიიპ, დავაპიპინე