ევროკავშირი ლიეტუვას მიგრანტების შეჩერებაში დაეხმარება

ევროკავშირის საზღვრის დაცვის სააგენტო “ფრონტექსი” ლიეტუვას მიგრანტების შეკავებაში დაეხმარება – ისინი დოკუმენტების გარეშე კვეთენ ბელორუსთან მდებარე საზღვარს. “ლიეტუვას საზღვარზე მდგომარეობა შეშფოთებას იწვევს, ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად არის საჭირო დახმარების გაწევა ევროკავშირის ამ შიდა საზღვარზე” – ორშაბათს, 12 ივლისს ფრონტექსის დირექტორმა ფარბის ლეგერიმ თქვა.
კერძოდ, “ფრონტექსი” მესაზღვრეების, საპატრულო მანქანებისა და სპეციალურად გაწვრთნილი ოფიცრების დამატებით ნაწილს გააგზავნის მიგრანტებთან სასაუბროდ და დანაშაულებრივი ჯგუფების გამოსავლენად. ლეგეტს არ დაუკონკრეტებია “ფრონტექსის” რამდენი თანამშრომელი იმუშავებს საზღვარზე, სხვადასხვა მონაცემებით საუბარია 30 ან 60 მესაზღვრეზე.

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო არა ერთხელ ემუქრებოდა ევროკავშირს მიგრანტებისთვის საზღვრის გახსნით ევროკავშირის მიერ ბელორუსისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ. ბელორუს-ლიეტუვას საერთო საზღვარი 680 კილომეტრზე მდებარეობს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 2020 წელთან შედარებით მიმდინარე წელს 20-ჯერ მეტმა უდოკუმენტო მიგრანტმა გადაკვეთა საზღვარი, რაც საერთო ჯამში 1634 მიგრანტია. ისინი ძირითადად ერაყის მოქალაქეები არიან.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, ძალადობა არის ფსიქოლოგიურიც
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა