მეუფე ანტონი მედიის წარმომადგენლებს მიმართავს: დაიმსახურეთ [ცემაც]… პიპიიპ, დავაპიპინე

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი ელჩების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს დაუპირისპირდა.

მეუფეს ჟურნალისტებმა 11 ივლისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სთხოვეს განმარტება, რომლითაც ის ამერიკის და ევროკავშირის ელჩებს მიმართავდა – “ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ”.

მიტროპოლიტმა თქვა, რომ მოძალადეები ელჩები და ჟურნალისტები არიან.

“შეტაკება რომ მომხდარიყო, სპეცტექნიკა რომ გამოეყვანათ და რასაც ითხოვდა ეს ელჩი, რომელიც დაგვიჯდა აქ და თითებს გვიქნევს, თვითონ მოძალადეები აქეთ რომ გვიწოდებენ მოძალადეებს, ტვინი რომ გამოგირეცხეს ნარკოტიკებით და ფსიქოტროპული წამლებით. თვითონ მოძალადეებო [მიმართავს ჟურნალისტებს], აქეთ რომ გვიძახით მოძალადეებს, შეხედეთ რაებს წერთ და რაებს აკეთებთ. შეტაკება იქ გენახათ თქვენ სპეცტექნიკა რომ გამოსულიყო. დიახ თქვენ ხართ, თქვენ ახალისებთ, წირავთ ამ ხალხს.

პრაიდი იყო გამოცხადებული პირველ საათზე, ჩვენ გვქონდა ლოცვა 5 საათზე. საიდან იყო ეკლესიის მოწოდება? თქვენი ძალადობრივი სიმართლიდან ჩვენი სიმართლე რომ დავიცვათ, გვიწევს მოწოდება ხალხისათვის. ძალადობრივ სიმართლეს გვახვევთ თავზე. თქვენ ახალისებთ გარყვნილებას, თქვე მოძალადეებო. თქვენ უწევთ პროპაგანდას! თქვენ გარდააცვალეთ [ლექსო ლაშქარავა], თქვენზეა პასუხისმგებლობა. ხალხის სიმებს ეხებით, წირავთ ხალხს. თქვენ ხართ პასუხისმგებელი მაგის მკვლელობაზე”, – თქვა მიტროპოლიტმა.

 

https://youtu.be/NjjCbyYwUs0

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაუწყებათშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებმა პროტესტი გამოხატეს