რუსმა აგრესორებმა უკრაინაში უკვე 363 ბავშვი მოკლეს

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 363 ბავშვია დაღუპული, 718-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 377, ხარკოვის ოლქში – 202, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 61, ნიკოლაევის ოლქში – 61, ხერსონის ოლქში – 55, ზაპოროჟიეს ოლქში – 41.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 2 328 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 289 სრულად განადგურდა.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

banner
წინა სტატიაში44 900 ჯარისკაცი, 1 907 ტანკი, 4 212 ჯავშანტექნიკა – რუსი ოკუპანტების დანაკარგი
შემდეგი სტატიაბრიტანელი და ამერიკელი კანონმდებლები აცხადებენ, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმის განხორციელება ნატო-ს მე-5 მუხლის დარღვევა იქნება