უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძე Facebook-ზე ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ისინი ავდეევკას მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპნენ.

ისინი ქვედანაყოფ შავი არწივის მებრძოლები იყვნენ.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან ომს ჯამში 66 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაში„საზოგადოების პროტესტმა ისე უნდა შეარყიოს ეს რეჟიმი, რომ მათ ძალაუფლების დათმობასთან შეგუება მოუწიოთ“ – გიგა ბოკერია
შემდეგი სტატიაარასრულწლოვნებს მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ – დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 15 წევრი