„თაიმერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, “ქართულ ოცნებას” 17 მაისს ხალხი თბილისში, ოჯახის დაცვის დღეს, აქციაზე მიჰყავს.
ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლებას საამისოდ სამზადისი უკვე დაწყებული აქვს. „თაიმერის“ კორესპონდენტი მარტვილში, სენაკში,ზუგდიდსა და ჩხოროწყუში სამარშუტო ტაქსების მძღოლებს ესაუბრა, ასევე სოციალური პროგრამების ბენეფიციარებს, მასწავლებლებს. ისინი ადასტურებენ, რომ უკვე მიიღეს დავალება 17 მაისს თბილისში აქციზე წასვალასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მათი ნაწილი აქციაზე წასვლაზე უარს აცხადებს და “ქართული ოცნების” დავალებას არ ემორჩილება.
ავტორები: ბერდია კალანდია, აკო ქიქავა, ჯონი შენგელაია