44 900 ჯარისკაცი, 1 907 ტანკი, 4 212 ჯავშანტექნიკა – რუსი ოკუპანტების დანაკარგი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 20 აგვისტომდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ჯარისკაცი – დაახლოებით 44 900;
ტანკი – 1 907;
ჯავშანტექნიკა – 4 212;
საარტილერიო სისტემა – 1 018;
სარაკეტო სისტემა – 266;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 141;
თვითმფრინავები – 234;
ვერტმფრენი – 197;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 803;
საკრუიზო რაკეტები – 190;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 137;
გემი/ნავი/კატარღა – 15;
სპეციალური აღჭურვილობა – 97.
კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ ანახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი იოსავა: ჩემი მიზანი ჩემპიონთა ლიგაში და საქართველოს ნაკრებში თამაშია
შემდეგი სტატიარუსმა აგრესორებმა უკრაინაში უკვე 363 ბავშვი მოკლეს