საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რობინ დანიგანი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელს შეხვდა – მხარეებმა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის აქტივისტებისა და ჟურნალისტების დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმების შესახებ გახშირებული ცნობები განიხილეს.
დიპლომატიური უწყება შესაბამისს ორგანოებს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ გამოიძიონ ე.წ. სიკვდილის ბრიგადების მიერ მოქალაქეებზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმები.
ელჩი დანიგანი შეხვდა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”. განიხილეს ჩვენი ურყევი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და “გამჭვირვალობა საქართველოს” საქმიანობის მიმართ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად. მათ ასევე განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიუღებელი დევნისა და მათზე ფიზიკური თავდასხმების შესახებ გახშირებული ცნობები. ჩვენ მოვუწოდებთ სრულად, დამოუკიდებლად და დროულად იქნას გამოძიებული ძალადობის შესახებ არსებული ინფორმაცია, განურჩევლად მსხვერპლისა”. – წერია განცხადებაში.